მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში. 28 წლის ზვიად სიბაშვილმა 43 წლის სიმამრი ვანო ბერუაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით მოკლა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილმა განუცხადა, ზვიად სიბაშვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
„ვანო ბერუაშვილი სიძესთან სტუმრად იმყოფებოდა. იგი ქარელის რაიონში ცხოვრობდა. ისინი სასმელს ხშირად სვამდნენ და ოჯახური კონფლიქტებიც ჰქონდათ", - აღნიშნა გურამ ჭანყოშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.