თბილისში, წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი თემქაზე მეათე კვარტალში მოხდა. მამუკა ქადაგიშვილს ერთი გასროლით ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.