თბილისი.30.03.11."ჯი-ეიჩ-ენი". ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში მსახიობმა თავი მოიკლა. ტოროშელიძემ საგრიმიოროში თავი ფარდით ჩამოიხრჩო. გუშინ მან სპექტაკლში 14:00 საათზე ითამაშა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად დალია.
დაახლოებით 18:00 საათზე მეგობრები შევიდნენ საგრიმიოროში და ტოროშელიძე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ ტოროშელიძეს ოჯახში გარჯვეული პრობლემები ჰქონდა, ხოლო მეორე - ფინანსური პრობლემების არსებობა.