საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ცხინვალის ადმინისტრაცია მომავალ წელსაც ისევე დაფინასდება, როგორც წელს ფინანსდება.
ადმინისტრაცის დაფინანსების საკითხი დღეს სესიაზე ედპ-ის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, დიმიტრი სანაკოევის უწყება დაახლოებით 10 მილიონით ფინანსდებოდა მაშინაც, როდესაც იგი ტერიტორიებს აკონტროლებდა და ეს თანხა უცვლელია ახლაც, როდესაც ეს ტერიტორიები ვეღარ კონტროლდება.
"უმჯობესი იქნება, რომ თუნდაც "საქონლისა და მომსახურების'' მუხლში გათვალისიწნებული 5 მილიონი ლარი იმავე ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას მოხმარდეს", _ განაცხადა მან.
ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით კი, საკითხი სენსიტიურია და პოლიტიკური მსჯელობების გარეშე, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შედგენისას სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.