საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 28 მარტს `აზერბაიჯან ფილმის~ პროექტის _ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "Умри Отмщенным" გადაღება იწარმოებს. გადაღებები კინოსტუდია `ქართული ფილმის~ მონაწილეობით მიმდინარეობს.
ფილმში მოქმედება აზერბაიჯანში, საქართველოსა და გერმანიაში ხდება და 1941 წელს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გერმანელების შუა აზიაში გადასახლების მოვლენებს ასახავს.
გადაღებები უკვე დასრულდა სვანეთში, სადაც, სცენარის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული გერმანელი ცხოვრობდა. მისი შთამომავალი კი წინაპრის კვალს საქართველოს ეროვნულ არქივში ეძებს, სადაც მას არქივის თანამშრომლები დახმარებას გაუწევენ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ეროვნული და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, პროფესორი ოქტაი მირ-კასიმია. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერი ანდრეი ლოგვინოვია; მეორე რეჟისორი _ ელისო ჭანტურია; დამდგმელი მხატვარი _ ვაჟა ჯალაღანია; კოსტიუმების მხატვარი _ ნატო კანდელაკი; ტექნიკური უზრუნველყოფა _ ბადრი ხეფრაშვილი. მხატვრულ ფილმში ქართველი, აზერბაიჯანელი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ.