აშშ შესაძლებლად მიიჩნევს გუანტანამოში მდებარე თავისი სამხედრო ბაზის პატიმართა საერთო რაოდენობის ნახევარი სხვა და სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს. ამ ციხის დახურვა უახლოეს თვეებში იგეგმება. ეს განცხადება აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა გააკეთა.
"ამჟამად იმ პატიმართა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელთა როგორც ჩვენ მივიჩნევთ გადაყვანა სხვა ქვეყნებში სრულიად შესაძლბელია. მოცემული მომენტისათვის უკვე იდენტიფიცირებულია მგონი 116 ადამიანი",_ აცხადებს გეიტსი.
2009 წლის ნოემბრის თქვის მონაცემებით, გუანტანამოს ციხეში 215 პატიმარი იმყოფება. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ასევე აღიარა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვა იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
"პრინციპში ლოგისტიკურად ეს დაგეგმილზე უფრო რთული აღმოჩნდა. როგორც კი ჩვენ ლოგისტიკის პრობლემებს მოვაგვარებთ, ვფიქრობ, თქვენ ამ საკიხის გადაწყვეტის სწრაფ პროგრესს ნახავთ",_ აცხადებს გეიტსი და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინაშე დასახული მიზანი, რომელიც გუანტანამოს ციხის დახურვას ეხება აუცილებლად შესრულდება. ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პენტაგონის ხელმძღვანელობამ უკვე აღიარა, რომ ობამას მიერ დასახელებულ ვადაში ანი 2010 წლის იანვრისათვის ციხის დახურვა ვერ მოხერხდება.
გუანტანამოს სამხედრო ბაზა აშშD-ს კუბისაგან მოლაპარაკებათა საფუძველზე 1903 წლიდან აქვს ნაქირავები, ხოლო განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის ამ სამხედრო ბაზაზე ციხე 2002 წლიდან განთავსდა.
ბევრი ადამიანის ცნობიერებაში გუანტანამო ახლა პატიმართა დაკითხვებისა და წამების ასოციაციას იწვევს. ეს ასოციაციები ყოფილ პატიმართა და მათ ადვოკატთა მონათხრობებზეა დაფუძნებული და სხვა არავითარი დადასტურება ამისა არ არსებობს. ექსპერტთა აზრით, ამ ციხის დახურვის გადაწყვეტილება ობამას მიერ მიღებულ ერთ ერთ პირველი და პოპულისტური გადაწყვეტილება იყო. გუანტანამო აშშ-ს ციხეთაგან ერთ-ერთი ყველაზე "გამჭვირვალე" ციხეა სადაც ყოველ კვირას ჟურნალისტების პრეს-ტურები ეწყობა.
"მე ყოველდღე მხვდება ეს ვარაუდები წამებების შესახებ და ყველა მათგანი ყოფილი პატიმრების მონათხრობზეა დაფუძნებული. მინდა განვაცხადო, რომ ყოფილი პატიმრები ცრუობდნენ, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცეოდნენ იქ მათ. ამ ციხეში ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პატიმრები არიან და მათდამი დამოკიდებულება აქ გაცილებით უფრო უკეთესიამ ვიდრე აშშ-ს სხვა ციხეებში",_ აცხადებს გუანტანამოს ყურეში გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის სარდალი, უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ კი გუანტანამოს ციხის უფროსი ვიცე-ადმირალი ტომ კოუპმანი და დასძენს, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე იმის შესახებ, რომ გუანტანამოს ციხეში პატიმრებს არასოდეს არ აწამებდნენ ყველასათვის გახდება ცნობილი.
ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის დროისათვის გუატანამოს ციხეში 242 პატიმარი იმყოფებოდა. ამ დროისათვის დაახლოებით 30 პატიმარი გადაეცა მათ საკუთარ და მესამე ქვეყნებს. ერთმა თავი მოიკლა და კიდევ ერთი გასასამართლებლად ნიუ-იორკშია გადაყვანილი.