აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში კონფლიქტის გამო ცუდ მდგომარეობაშია.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიურ დარტყმებს ახორციელებს, თუმცა მისი ტერიტორიული მიღწევები მინიმალური რჩება.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება პუტინის ქმედებების გამო.
„მე ვაკვირდები რუსეთის ქმედებებს და ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რასაც რუსეთი და პუტინი აკეთებს. ეს საერთოდ არ მომწონს. ისინი ყველაფერს ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ, სინამდვილეში, ისინი კარგავენ გარკვეულ ტერიტორიას, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია რუსეთის რეპუტაციისთვის. რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის,– განაცხადა. დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ კრემლის მიერ დაწყებული ომი გრძელდება და უკვე მეოთხე წელია.