ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეთა შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებათა შედეგებს ალიანსის გენერალური მდივანი შეაჯამებს. ბრიუსელში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას დაესწრება და კრემლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი და პატრნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ იმ თემაზე თუ ვის რა სახის დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს ავღანეთს. ამ თემაზე კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და მათში ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში არ გააგზავნის მხოლოდ 900 კაციან კონტიგენტს არამედ საქართველო მზად არის ავღანეთს აღმოუჩინოს დახმარება, რათა ამ ქვეყანამ განავითაროს და ჩაატარის რეფორმები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
"სამხედრო ასპექტის გარდა დღეს საუბარი იქნება იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს რომ ავღანეთს მივეხმაროთ განათლების, ჯანდაცვის და სამოქალაქო სექტორის საკითხებში", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ავღანეთის თემაზე დისკუსიის დასრულებისDშემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში იწყება ატლანტიკური საბჭოს სხდომა სადაც 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაივლის კონსულტაციებს რუსეთთან შეხვედრის წინ. დღის 17:00 საათზე კი აქ მოლაპარაკებები სერგეი ლავროვთან გაიმართება დღის წესრიგში კი ერთ ერთი სასაუბრო თემა კი საქართველოც იქნება.