უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დროში გაწელილ გარანტიად არ უნდა დარჩეს.
ამის შესახებ ქუთელიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მყარი დინამიკა უნდა ჰქონდეს.
"საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. თუ დროის პროგნოზს გავაკეთებთ, ალბათ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მართლაც დაგვჭირდება რამდენიმე წელი, მაგრამ ამ მიმართულებით საჭიროა გვქონდეს მყარი დინამიკა. ჩვენ თავს ვიკავებთ დროის ჭრილში მოქცევისგან, მაგრამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არც მხოლოდ დროში გაწელილ გარანტიად უნდა დარჩეს", - აღნიშნა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი თბილისში გუშინ გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დაიხურება.