ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კარლ ლამერსის განცხადებით, საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაწყებული დემოკრატიული პროცესი წარმატებით გვირგვინდება.
ამის შესახებ ლამერსმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო სამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი იმართება.
"პირველად როუზ-როსის სემინარი აქ 2002 წლს ჩატარდა და მაშინ განსხვავებული საქართველო არსებობდა. შემდეგ 2007 წელს - რა დროსაც აშკარა ცვლილებები შეინიშნებოდა, დღეს კი, ჩვენ დავინახეთ ახალი საქართველო, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბოლო 7 წლის განმავლობაში შეიქმნა", - აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, საქართველო ახალგაზრდა და ენერგიული სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას.
"თქვენ აშენებთ ეკონომიკას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, ებრძვით კორუფციას... თქვენ მიზნად დაისახეთ ნატოში ინტეგრაცია, ასევე დიდია თქვენი წვლილი ნატოს მიერ საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში, ეს არის ის, რაც ნატოს პარლამენტარებმა უნდა ვაღიაროთ. ასამბლეა მხარს უჭერს დემოკრატიისკენ საქართველოს ამ ტრანსფორმაციას და სურვილს, გახდეს ორგანიზაციის წევრი", - განმარტა კარლ ლამერსმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სწრაფვის მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყნის წინაშე კვლავ რჩება რიგი გამოწვევა, რომლის მოგვარებაც ნატოში ინტეგრაციის გზაზე აუცილებელია.
"საქართველოს წინაშე გამოწვევები კვლავ რჩება. მათ შორისაა კონფლიქტის ამოწურვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმებიც პროცესიც, რომელიც ორგანიზაციაში მომავალი ინტეგრაციისთვის აუცილებელია", - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და აქვე განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი ასამბლეის ერთ-ერთ მოთხოვნას ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო სამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი ერთი საათის წინ გაიხსნა. სემინარს ნატოს წევრი სახელმწიფოების 70-მდე ქვეყნის დეპუტატი ესწრება. სემინარი 25 მარტს დაიხურება.