ამერიკის შეერთებული შტატები ლიბიის არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესში წამყვანი ძალა არ იქნება.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, კოალიციურ ძალებს ლიბიის ხელისუფლების შეცვლის უნიკალური შესაძლებლობა გააჩნია და ფრონტზეც უპირატესობას ფლობს.
"შეერთებული შტატები განაგრძობს ლიბიელი ხალხის დაცვას, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით წამყვანი ძალა. ლიბიაში პროცესები ხელისუფლების ცვლილებით უნდა განვითარდეს. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობები გაგვაჩნია. ფრონტზეც შეიარაღებულები და ძლიერი ძალით ვართ წარმოდგენილნი", - აღნიშნა ობამამ.
ამასთან, აშშ-ს პირველი პირის თქმით, ლიბიაში არასაფრენი ზონა მას შემდეგ გაუქმდება, რაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება.