"ცინიზმითა და დემაგოგიით სამუშაო ადგილები რომ იქმნებოდეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ათი ადგილი მოვიდოდა", - ამის შესახებ სამთავრობო დებატების შეჯამებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ოპოზიციის მისამართით აღნიშნა.
"დღეს საქართველოში ბევრი ოჯახია გაჭირვებული და მათზე ფასების ზრდა მძიმედ მოქმედებს. დღეს პრემიერმა წამოადგინა გეგმა, რომელიც ეხება სწორედ ამ სოციალური პრობლემების მოგვარებას, თორემ დემაგოგიით, ცინიზმითა და ირონიით რომ იქმნებოდეს სამუშაო ადგილი, ბოლო წლებში ისეთი დოზითა, რომ თითო ადამიანზე 10-10 სამუშაო ადგილი უნდა მოდიოდეს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
დეპუტატმა ოპოზიციას მოუწოდა, ცინიზმის ნაცვლად პრობლემების მოგვრების კონკრეტული ხედვა და წინადადებები წარმოადგინონ და მხოლოდ "ლაფის დასხმით" არ დაკავდნენ.
დეპუტატმა პარალელი გაავლო ვარდების რევოლუციამდე არსებულ მდგომარეობასთან და აღნიშნა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მემკვიდრებით საგარეო ვალი 65% მიიღო შიდა პროდუქტთან მიმართებაში და დღეს ის უკვე 43%-მდეა შემცირებული.