ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ოპოზიციის შეკითხვებს ქვეყნის პრიორიტეტებთან დაკავშირებით "უცნაური" უწოდა.
კერძოდ, პარლამენტში სამთავრობო დებატებზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეკითხვა, რომელიც ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკას ეხებოდა, მინისტრმა ვერ გაიგო და აღნიშნა, რომ "უცნაური იყო ეს შეკითხვა".
თარგამაძის თქმით, საქართველო ერთ დეკადაში სინგაპურად მოიზარება, მეორე დეკადაში ინდუსტრიულ ზონად და ახალ დუბაიდ, მოგვიანებითGხელისუფლება საუბრობს, რომ საქართველო ახალ ტურისტულ მექად უნდა იქცეს, ბოლოს კი გაირკვა, რომ საქართველოში აგრარული სამოთხე უნდა შეიქმნას.
"ამიტომ გეკითხებით, რა არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობა და რომელი დარგების პრიორიტეტულობა", - მიმართა თარგამაძემ ქობალიას.
ეკონომიკის მინისტრმა თარგამაძის კითხვაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ყველა დარგი პრიორიტეტულია და ყველა მიმართულებით მუშაობს.