ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციაზე მხოლოდ ჩინელების დასაქმებას აპროტესტებს.
როგორც სამთავრობო დებატებისას დავითაიამ აღნიშნა, ჩინურ კომპანიას, რიკოთის გვირაბის 1750 მეტრის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონი აქვს გამოყოფილი, კილომეტრზე 15 მილიონი იხარჯება da მხოლოდ ჩინელები ჰყავს დასაქმებული, ხოლო ადგილობრივ მუშაობს, მიზერული ანაზღაურება აქვთ.
ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მომავალში გამოძიების საგანი გახდება.
დავითაია დაინტერესდა რას აკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმისათვის, რომ გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები ქართულმა კომპანიებმა მიიღონ და დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები.
მისი თქმით, სხვადასხვა გზების მშენებლობაშიც მხოლოდ უცხოური კომპანიები არიან ჩართულნი.