29 ოქტომბერს რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. დაიღუპა 13 ადამიანი, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნიპროს მერი ბორის ფილატოვმა დაადასტურა, რომ იერიშის სამიზნე სამოქალაქო მატარებელი გახდა და არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ბორის ფილატოვის პირდაპირი ციტატა: „ეს გენოციდური ომია. გეყოთ გამბედაობა, მოვლენებს თავისი სახელი დაარქვათ“,- განაცხადა ფილატოვმა.
დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ოლექსანდრ პერცოვსკის განცხადებით, საფრთხის მაღალი დონე გამოცხადებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბაქანზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა
„დნიპროს რკინიგზის სადგურზე დარტყმა განხორციელდა. საფრთხის მაღალი დონე გამოცხადებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბაქანზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან მრავალი დაღუპული და დაშავებული“, - განაცხადა მან.