2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთიმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
"2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება და ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი მანდატები გააუქმა "ოცნებამ" და თუკი განცხადებით მიმართავ და ზოგადად ეს აქტი არის კონსტიტუციური შინაარსით, მაშინ "ოცნება" თანამონაწილე ყოფილა ამ აქტის, რადგან ჩვენ მივმართეთ განცხადებით და მათ გააუქმეს ჩვენი მანდატები და დღეს ამას ბრალდებად გვიყენებენ.
პარადოქსია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, იგივე ადამიანების მე დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას გამო ბრალდებას მიყენებენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.