მიხეილ სააკაშვილმა იმ პრობლემების შესწავლა დაიწყო, რამაც ხალხი საპროტესტო ქუჩაში გაიყვანა. ამ მიზნით, მან ახალი სტრატეგიული პროექტის განხორცილება დაიწყო _ შეხვედრები და დიალოგი ხალხთან. თუკი ადრე Pღ-ით მხოლოდ პრეზიდენტი იყო დასაქმებული, ახლა საზოგადოებასთან ურთიერთობა სააკაშვილის გუნდის ყველა წევრს დაევალა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც უკვე ხვდებიან. თბილისში შეხვედრებს ქალაქის მერი გიგი უგულავა მართავს. ის ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. სტრატეგიული დანიშნულების სამინისტროებში კი ახალი Pღ პროექტის განხორციელება _ `ღია კარის დღე~, იგეგმება. შემოდგომიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხალხთან შეხვედრის დღეებს დანიშნავენ, სადაც ჩინოვნიკები მოქალაქეების პრეტენზიებს, ასევე, შეთავაზებებს მოისმენენ და გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინებენ. ეს პრეზიდენტის დავალებაა და მისი შესრულება მკაცრად გაკონტროლდება.
მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციებზე გასული საზოგადოების მთავარი მესიჯები გააცნობიერა _ უსამართლობა, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, უიმედობა, არასტაბილურობა და დაუცველობის შიში. პრეზიდენტის ადექვატური საპასუხო გადაწყვეტილება და ახალი პროექტი _ "ხალხთან დიალოგი", ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და თუკი ჩინოვნიკები ამ პროექტის პროფესიონალურად შესრულებას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ვერ მოაგვარა, ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დარჩენა ვადის ოფიციალურად გასვლამდე, ანუ 2013 წლამდე, გარანტირებული ექნება.
ამდენად, თანამდებობრივი გადაადგილებები, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება, პირველ რიგში `ხალხთან დიალოგის~ პროექტის, შემდეგ კი ადგილობრივი არჩევნების წარმატებით განხორციელებას დაუკავშირდება.
თუმცა, მიზნის მიღწევაში ხელისუფლებას არაპროფესიონალი კადრები შეუშლიან ხელს. ხელისუფლებას არ ჰყავს ხელმძღვანელი ჩინოვნიკები, რომლებსაც ბიუროკრატიული აპარატის და რესურსების სწორად მართვის, ან თუნდაც, ყველაზე საუკეთესო პროექტების განხორცილების უზრუნველყოფის უნარი აქვთ. მართვის უუნარო ხელმძღვანელი ჩინოვნიკები ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა. ხელისუფლების სისუსტეა ისიც, რომ ის, ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული არ არის, შესაბამისად ვერც იმას აცნობიერებს, რომ არასწორად შერჩეული კადრები, შეიძლება მისი წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.
ოპოზიციას კი რამდენიმე სუსტი მხარე აქვს _ არ იცის რა უნდა ხალხს, Aარ იცის რა სუსტი მხარეები აქვს ხელისუფლებას და არ შეუძლია სისტემური ბრძოლა. ოპოზიციამ საზოგადოების იმედები ვერ გაამართლა.
ასეთ ოპოზიციასთან ხელისუფლება არ წააგებს. Aანუ, გაჩნდა რეალური საფუძველი, რომ ხელისუფლება არც 2013 წელს შეიცვლება. Eეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა აუცილებელი გახდა. ახალმა სახეებმა შემოდგომამდე ჩამოყალიბება და გაზაფხულზე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მოასწრონ, რადგან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შემცვლელმა მმართველმა გაერთიანებამ, საკრებულოში და მერიაში გავლენა მოიპოვოს.
ხელისუფლების და ოპოზიციის შემცვლელის პერსპექტივა, ჯერჯერობით, ირაკლი ალასანიას აქვს. წარმატებისთვის ამ ეტაპზე მან მხოლოდ ორი ნაბიჯი გათვალა _ დაბალრეიტინგული პარტიების თუ სახეების ჩამოცილების შემდეგ, დამოუკიდებელი პარტია შექმნა და შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. გარდა ამისა, ალასანიას აქვს, რამდენიმე ძლიერი მხარე _ საერთაშორისო კონტაქტები და მაღალი რეიტინგი. თუმცა, საზოგადოებას მისი პროგარმის და პოლიტიკური ბიოგრაფიის შესახებ სრულყოფელი ინფორმაცია არ აქვს.
თუკი, პოლიტიკაში ახალი სახეები არ გამოჩნდებიან, მაშინ არა მხოლოდ შულედურ, არამედ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი, ირაკლი ალასანიას კონკურენტები მხოლოდ ნაციონალები იქნებიან. ასეთი პესპექტივა კი, პოლიტიკური კულტურის ზრდის თავალსაზრისით, ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებას ვერანაირად ვერ მოახდენს.
"ჯი-ეიჩ-ენი", სოფო აბრამიშვილი