აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დივენსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ილონ მასკი „უზარმაზარ შეცდომას“ უშვებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკით და იმედი გამოთქვა, რომ საჯარო კონფლიქტის შემდეგ მილიარდერი გუნდს დაუბრუნდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„მე ყოველთვის ერთგული ვიქნები პრეზიდენტის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ილონი საბოლოოდ დაბრუნდება პრეზიდენტის გუნდში.
შესაძლოა, ახლა ეს არარეალური იყოს, რადგან ის ძალიან შორს წავიდა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს“, - თქვა ვენსმა This Past Weekend with Theo Von-ის პოდკასტში.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ვენსის ეს განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციის პირველი პირდაპირი კომენტარი იყო მასკთან დაკავშირებით ტრამპთან მისი კამათის შემდეგ.
საკითხთან ახლოს მყოფი წყაროს ცნობით, პოდკასტში გამოჩენამდე პრეზიდენტმა ვენსს ურჩია, მასკზე დიპლომატიური ტონით ესაუბრა.
ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გამოთქვა მოსაზრება, რომ „თუ ილონი ცოტათი დამშვიდდებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა“.
ილონ მასკსა და დონალს ტრამპს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით".
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.