დღეს, 19 მარტს, 12:00 საათზე, "ელიტ ელექტრონიქსი" ოცდამეათე მაღაზიას გახსნის. ახალი ობიექტი მარნეულში რუსთაველის # 5-ში, 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. კომპანია მასში ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.
გახსნის დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის BOSCH-ის ტექნიკაზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს. მხოლოდ ერთი დღით, ახალი მაღაზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ BOSCH-ის საოჯახო პროდუქცია 30-40%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, წლის ბოლომდე "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელი კიდევ გაფართოვდება და კომპანიას ჯამში 10 ახალი მაღაზია შეემატება.