პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო პრობაციონრებად და არაპრობაციონრებადაა დაყოფილი, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია.
"ვფიქრობ, დროულია ამგვარი საპროტესტო აქციების ჩატარება, რადგან საზოგადოება უმძიმეს მდგომარეობაშია. ქვეყანა დაყოფილია პრობაციონრებად და არაპრობაციონრებად, დაკავებულებად და არადაკავებულებად. ეს საშინელებაა. უამრავი პატიმარი გვყავს. ოფიციალური სტატისტიკა რომც გავითვალისწინოთ, 24 ათასი პატიმარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის ტრაგედიაა", _ აცხადებს ცაგარეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, პატიმართა სიმრავლე იმ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, დღეს კინოს სახლთან "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" ინიციატივით, გაიმართაპატიმართა მიმართ სოლიდარობის აქცია "მე პატიმარი ვარ!"