სომხეთის ნაციონალური კონგრესის ორგანიზებით, ერევანში ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა.
ნაციონალური კონგრესის ლიდერის არამ მანუკიანის თქმით, ოპოზიციის ბრძოლამ ტრანსფორმაცია განიცადა და პოლიტიკურიდან საზოგადოებრივ ბრძოლაში გადაიზარდა.
"უბედურნი არიან ის ხალხები,რომელთა ისტორიასაც სხვები ქმნიან. ჩვენი სამწლიანი ბრძოლა ადასტურებს, რომ ჩვენი წინააღმდეგობა უაზრო არ ყოფილა",_აღნიშნა მანუკიანმა.
სომხეთის ნაციონალური კონგრესი 17-დან 31 მარტის ჩათვლით ყოველდღიურ მიტინგებს გამართავს.
შეგახსენებთ, 1-ელ მარტს გამართულ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა 14 მოთხოვნა წამოაყენა. კერძოდ, იგი რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარგსიანის, გადაყენებას მოითხოვს.