ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და მთავრობის ფისკალური პოლიტიკა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა წყალტუბოში იმერეთის რეგიონის ახალგაზრდობას გააცნო.
შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული 1000-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მხრიდან ტარდება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის, ინფლაციური წნეხის შემცირების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.
"ვისაუბრეთ როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, ყველა იმ საკითხზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, მათ შორის, ბუნებრივია, იყო ინფლაცია, სოფლის მეურნეობის განვითარება, სახელმწიფო ვალები. ახალგაზრდები დაინტერესდნენ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივით, რას აკეთებს ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის," - განაცხადა მინისტრმა.