მმართველი პარტიის შეფასებით, არასაპალამენტო ოპოზიცია რევოლუციის მოწყობის მცდელობით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმების შეფასებისას განუცხადა.
"ადამიანები, რომლებიც რევოლუციებს აანონსებენ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიან და ემსახურებიან იმ გეგმას, რაც შეიძლება სხვა ქვეყანაში იწერებოდეს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მაისისთვის საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, რევოლუციის მოწყობისთვისაც მზად არიან.