სამოქალაქო მოძრაობა ‘' სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი სოლიდარობას უცხადებს და უერთდება ხვალ 18 საათზე კინოს სახლთან, საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას ,, მეც პატიმარი ვარ. ''
"უმძიმესი ვითარებაა დღეს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ყოველდღე უამრავი საჩივარი და თხოვნა მოგვდის პატიმრებისგან . ისინი თანადგომასა და ყურადღებას ითხოვენ. ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა პატიმართა რაოდენობამ. გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. ადმინისტრაციის დანაშაულებრივმა გულგრილობამ და არაადამიანურმა დამოკიდებულებამ არაერთი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილ პატიმართა საქმეები კი გამოძიებული დღემდე არ არის და ამისთვის არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა", - აღნიშნულია ბესელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბესელია ყველას, მათ შორის პატიმართა ოჯახის წევრებს, პატიმართა უფლებების დასაცავად და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს.