დღეს ცხინვალი-ზნაურის გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. გზის ეს მონაკვეთი რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით შენდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მინისტრის ჩერმენ ხუგაევის ინფორმაციით, გზის სამშენებლო სამუშაოებს საწარმო "დორეკსპორტსტროი" შეასრულებს.
"დღეიდან ცხინვალი-ზნაური გზის მშენებლობას ვიწყებთ, ორშაბათიდან კი მთელი ტექნიკა მშენელობის ადგილზე იქნება და სამუშაო სრული მოცულობით დაიწყება. მშენებლობისათვის გამოყოფილი იქნება თანხა 400 მილიონი რუბლის ოდენობით და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გზის მშენებლობა დასრულებული იქნება", _ აცხადებს ხუგაევი.
მისივე ინფორმაციით, ერთი თვის შემდეგ კიდევ ორი გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება - გუფთა-კვაისა და დმენისი-ახალგორი.