შვედეთის სკონის ადმინისტრაციული ერთეულის სასამართლომ კანონდარღვევად არ მიიჩნია წინასწარმეტყველ მუჰამედის შიშველი სურათის გავრცელება.
საქმე შეეხება მემარჯვენე შეხედულებების გამზიარებელ პარტია "სკონის", რომლის ლიდერმაც კარლ ხერსლოუმ შიშველი მამაკაცის პოსტერი წარადგინა, რომელსაც ხელით პატარა გოგონა ეჭირა. "იგი 53 წლისაა, გოგონა კი_ათის. რეალურად ეს ისეთი ქორწილია, რომელიც სკონის მუნიციპალურ ერთეულში გვსურს ვნახოთ?",_გვამცნობს პოსტერის წარწერა.
ეს შეკითხვა ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიოგრაფიას ეყრდნობა. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წინასწარმეტყველ მუჰამედზე ქორწინებისას გოგონა, სახელად აიშა, ათ წლამდე იყო.
ამ პოსტერის გამო სკონის პარტიის ლიდერი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ აგიტაციაში დაადანაშაულეს. თავად კარლ ხერსლოუ კი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ისლამის ცალკეული საკითხების განხილვა სურს, რომელიც, მისი აზრით, დემოკრატიულ ღორებულებებს არ შეესაბამება. სასამართლომ აღნიშნა, რომ პოსტერის დემონსტრირება ბეჭდვით თავისუფლებას არ არღვევს.
უფრო ადრე სახელმწიფო ბრალმდებელი ბუ ბირერსონი ამტკიცებდა, რომ ხერლსლოუ დამნაშავედ უნდა ეღიარებინათ, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას დიალოგის ზღვარი უნდა ესმოდეს. მისი თქმით, პოსტერის დემონსტრირებამ მუსულმანთა გრძნობები შეურაცხყო.
შეგახსენებთ, ისლამის მიმდევრები მუჰამედის ნებისმიერი გამოსახულების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. 2005 წელს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მუჰამედის კარიკატურას, რომელიც დანიურ გაზეთში იყო დასტამბული. იმ დროს მუსულმანური სამყაროს რეაქცია უარყოფითი იყო. მოგვიანებით მუჰამედის კარიკატურა არაერთმა ევროპულმა გამოცემამ გადაბეჭდა.