რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, რუს სამხედრობს ძალუძთ, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება საქართველოსგან დაიცვან. ამას გარდა, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აცხადებს, რომ რუს სამხედროებს საკმარისი ძალა აქვთ საქართველოსთან საზღვარზე იმისათვის, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოება დაიცვან", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოლიმპიადის დაცვის სხვა და სხვა სცენარს ამუშავებს.
"თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვის რამდენიმე სცენარს ამუშავებს. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ზუტად აპირებს თვალყური ადევნოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ყველა შესაბამის ზომას მიმართოს", _ აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.
სერდიუკოვი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის შს სამინისტროსთან ერთად არსებობს ერთობლივი გეგმა, რომელსაც ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კურირებს და რომელიც რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას ეხება.
"საგარეო საზღვრები ჩვენზეა და ამოტომაც ჩვენ ჩვენი ნაწილები კარგი იარაღით შევაიარაღეთ. მიმაჩნია, რომ პოტენციალი საკმარისია", _ აცხადებს ანატოლი სერდიუკოვი.