იაპონიის ატომურ ელექტოსადგურზე "ფუკუსიმა-1"ზე წარმოქმნილი რადიაციური ღრუბელი აშშ-ს ხვალ, 18 მარტს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზი გაეროს ბირთვული ცდების აკრძალვის საყოველთაო შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის ექსპერტებმა გააკეთეს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 17 მარტს რადიოაქტიური შლეიფი წყნარ ოკეანეს გადაკვეთს და ალეუტის კუნძულებს შეეხება, ხოლო 18 მარტს კი სამხრეთ კალიფორნიას და აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთს დაფარავს, მათ შორის ნევადის, იუტისა და არიზონას შტატებს.
ამასთან ერთად, ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ დაბინძურების დონე მაღალი არ იქნება და ის მხოლოდ უმნიშვნელოდ შეეხება აშშ-ს მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.