რუსეთის საფეხბურთო ნაკრებისა და პეტერბურგის „ზენიტის" მეკარის ვიაჩესლავ მალოფეევის მეუღლე მარინა მალაფეევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
„ზენიტის" ვებგვერდის ინფორმაციით, მარინა მალაფეევა პრიმორის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
ავტომაქანა „ბენტლი", რომელისაც მარინა მალაფეევა მართავდა სარეკლამო ბანერს დაეჯახა.
ვიაჩესლავ მალოფეევს ორი შვილი, 8 წლის ქსენია და 5 წლის მაქსიმი დარჩა.