ეკონომიკური ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი სიღარიბის შეფასების სისტემის გადახედვას ითხოვს. როგორც დღეს, "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საყევარიშვილმა აღნიშნა, სიღარიბის შეფასებისთვის ქულების 70 ათასიანი ზღვარი ძალიან მოძველებულია და არ რეალობას არ შეესაბამება.
"სიღარიბის სისტემის ქულების გადასინჯვა გადადებას არ ითმენს, მით უმეტეს იმ ინფლაციური პროცესებისა და გაძვირების გათვალისწინებით, რომელმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო", - აღნიშნა საყევარიშვილმა.
ამასთან, ექსპერტის თქმით, მაშინ, როდესაც მოსახლეობის გაღარიბება შეუქცევად პროცესად არის ქცეული, აუცილებელია, შეფასების სისტემის გადახედვა სასწრაფოდ დაიწყოს.