შვედეთის აკადემიამ პოეტი დათო მაღრაძე ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა. ცნობილია, რომ დათო მაღრაძე შვეიცარიის სამმა ინსტიტუციამ ნობელის პრემიაზე წარადგინა, რასაც მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მათ შორის საქართველოდან ნობელის კომიტეტს რეკომენდაციით ჭაბუა ამირეჯიბმა მიმართა.
"დაიცავი საქართველოს" პრესამსახურის ინფორმაციით, დათო მაღრაძე შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა ლიტერატურაში, რის თაობაზეც პოეტმა წერილობითი შეტყობინება უკვე მიიღო: - "შვედეთის აკადემიას აქვს პატივი შეგატყობინოთ, რომ თქვენი ნომინაცია აღიარებულია მიმდინარე წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად", _ ნათქვამია წერილში.