საქართველოს ლეიბორისტული პარტის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო საქართველოში "დაგვიანებული სასწრაფო დახმარების" როლის შესრულებას აღარ გააგრძელებს.
"ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრე ქვეყნაში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დღეს საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება. გამოწვევბი ბევრია, მათ შორის გადაულახავი პრობლემა ჩვენი სახლემწიფოებრიობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის, სოციალური სამართლიანობის, თავისუფალი მედიის, სასმართლოსა და ბიზნესის პრობლემები, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში დრეს ყველაზე მთავარ საკითხად განიხილება სააკაშვილის ერთპარტიული რეჟიმის შეცვლა. საქართველოს ლეიბორისტული პარტია სწორედ ამ უკანასკნელს განიხილავს, როგორც მთავარ პრობლემას და მას განიხილავს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემის ჭრილში... იმედს გამოვთქვამ, რომ ეუთო საქართველოში "დაგვიანებული სასწრაფო დახმარების" როლის შესრულებას აღარ გააგრძელებს, როდესაც ამ ორგანიზაციის თუნდაც კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები გავლენას ვერ ახდენენ და ვერ ცვლიან პოლიტიკურ რელობას ქვეყანაში", - აცხადებს კირთაძე, რომელიც დღეს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთამ ერთად აუდროიუს აჟუბალისს შეხვდა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ეუთო-ს მოქმედ თამჯდომარეს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის 4 ახალი ინიციატივაც გააცნო, რომლის განხორცილების გარეშეც "არ იარსებებს საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები".
"ჩვენი ინიციატივები პირდაპირ უკავშირდება არა უბრალოდ საარჩევნო გარემოს გაუყმჯობესებას, არაემდ ყველზე მთავარ პრინციპს - "ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებული ხალხის ძალაუფლება" - აღნიშნა მან.
ამასთან, ნესტან კირთაძის თქმით, მან ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია აქტიურად უჭერს მხარს საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას".
"მეტიც, რუსეთთან დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი უერთიერთობების აღდგენა, მთლიანდ რეგიონის სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკა ლეიბორისტული პარტიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია", - დასძინა კირთაძემ.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, აუდრონიუს აჟუბალისისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. მას ნესტან კირთაძის გარდა, "ახლების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი და ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.