"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება. საქართველო სწორი გზით მიდის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარეებმა დიალოგი გამართონ. ვთხოვთ რუსეთს, მოლაპარაკებაზე წამოვიდეს",_აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტმა აუდრონიუს აჟუბალისმა თავის ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აჟუბალისის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, აუცილებელია, რუსეთმაც გადადგას მსგავსი ნაბიჯი.
"ჟენევა არის ის გზა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ლიტვა ამაში ჩართულია. ლიტვას საპატიო ფუნქცია აქვს. იგი მონაწილეობს იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. ასევე, იმ პროცესებში, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება. გვაწუხებს დაძაბულობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და კოლეგებთან ერთად ამ საკითხებს განვიხილავთ. ლიტვა ახორციელებს, ასევე, მედიატორის ფუნქციას",_განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრისას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხი განიხილეს. ასევე, შეეხნენ იმ პროექტებს, რაც ეუთომ საქართველოში უნდა განახორციელოს.