საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ისრაელმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თქვენ გახსოვთ, რომ ისრაელის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა ცენტრმა რეკომენდაცია მისცა ისრაელის მოქალაქეებს, არ სწვეოდნენ ვიზიტით რამდენიმე ქვეყანას. მათ შორის, იყო საქართველო. სასიხარულოა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ისრაელმა ეს შეზღუდვა და რეკომენდაცია მოხსნა",_აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს გარდა, სხვა სახელმწიფოები ისევ დარჩნენ ამ სიაში.
"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და ადამიანის დაცულობის თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალურადაა",_განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.