დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი მიწისძვრა მოხდა. მეცნიერებათა აკადემიის ნაციონალურმა სეისმოლოგიურმა ცენტრმა 4,4 მაგნიტუტის მიწისძვრა 11:53 საათზე ბაქოდან 70 კილომეტრში შირვანთან ახლოს დააფიქსირა. მიწისძვრის ეპიტცენტრი 35 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
12:15 საათზე და 12:27 საათზე შირვანიდან 35 კილომეტრში 3.5 მაგნიტუტის კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა.
ნაციონალური სეისმოლოგიური ცენტრის დირეტქორის გურბან ეტირმიშლის განცხადებით, ეს იყო სამი სხვადასხვა ბიძგი.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის სესახებ არ ვრცელდება.