რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა ჩოხატაურში წყლისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სისტემების რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც დაბა ჩოხატაურსა და სოფელ ჩაისუბანს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
"პროგრამის ფარგლებში წყლის სათავე ნაგებობა მოეწყო, აშენდა წყლის რეზერვუარი. ეს ყველაფერი ჩოხატაურში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ მოაგვარებს", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
დღესვე გურიის წყლის კომპანიას ახალი სპეცტექნიკაც გადაეცა, რომლის საშუალებითაც ლოკალური დაზიანებს ლიკვიდაცია რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.