საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
უმრავლესობის წევრებმა პეტრე ცისკარიშვილმა და აკაკი ბობოხიძეს სოფელ ქისტაურის და მატანის მოსახლეობას ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური კურსი გააცნეს.
"ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობაში სერიოზული თანხების, კერძოდ კი 150 მილიონი ლარის ჩადებას უკავშირდება და რა თქმა უნდა ეს ფული ხალხთან ერთად დაიხარჯება, რადგან საბოლოოდ ისინი არიან მისი ამთვისებლები", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რაზე დაიხარჯება აღნიშნული თანხები, რადგან მათ უკეთესად იციან რა სჭირდება სოფელს.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ცისკარიშვილმა და ბობოხიძემ ახმეტის რაიონში ახლად გახსნილი სახანძრო და სოფელ ჯოყოლოში მშენებარე კულტურის სახლი დაათვალიერეს.