დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ერთერში რუსეთის მოქალაქეებს გაესაუბრება. რუსეთის მოქალაქეებთან პუტინის პირდაპირი საუბარი უკვე მერვეჯერ გაიმართება. 2001 წელს პროგრამა 2 საათზე ცოტა მეტ დროს გაგრძელდა და მას მაშინ 400 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიმართა, გასულ წელს კი ამ პროგრამის ხანგრძლივობამ უკვე სამ საათზე მეტი ხანი შეადგინა, ხოლო პუტინის მისამართით უკვე 2 მილიონ 200 ათასი შეტყობინება შევიდა.
დღევანდელი პროგრამის სახეწოდება იქნება "საუბარი ვლადიმერ პუტინთან. გაგრძელება" და იგი ტელეარხების "როსსია"-სა და "ვესტი24"-ის, რადიოსადგურების "მაიაკის", "ვესტი ფმ"-ისა და "რადიო როსიის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დილის 09:00 საათისათვის უკვე მიღებული იყო 1,5 მილიონი კითხვა. კითხვების მისაღებად სპეციალური ქოლ-ცენტრი არსებობს. ტელეტრანსლაცია თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.