11 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს. 12 მარტს საქართველოს ნაკრები "ერთა თასის" ტურნირის ფარგლებში რუმინეთს უმასპინძლებს.
პრესკონფერენციას ნაკრების წევრები ირაკლი აბუსერიძე, დავით კაჭარავა, და შალვა სუტიაშვილიც დაესწრებიან. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალი მაისურების პრეზენტაცია გაიმართება.
11 მარტსვე, 14:00 საათზე, რუმინეთის მთავარი მწვრთნელის წინასამატჩო პრესკონფერენციაც გაიმართება. რუმინეთის ნაკრები საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
დიქსონმა რუმინეთის წინააღდმეგ ნაკრებში შემდეგი მორაგბეები გამოიძახა:
1, 3: დავით ხინჩაგაშვილი (ბრივი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი)
2: ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები)
4, 5: ვახტანგ მაისურაძე (სენ - ნაზერი), ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
6, 7: გია ლაბაძე (მარსელი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), შალვა სუთიაშვილი (მასი)
8: გოპრგო ჩხაიძე (მონპელიე), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბესარიონ უდესიანი (მაკონი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
9: ირაკლი აბუსერიძე (ოქსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)
10: ლაშა მალარუღაძე
11, 14: ირაკლი მაჩხანელი, (მაკონი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ლექსო გუგავა (ლელო)
23, 13: თედო ზიბზიბაძე, (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა)
15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი), ბესიკ ხამაშურიძე (აია).