საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და "კანადიან სოლარის" ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში "ყველა ვარსკვლავთა" მატჩი მომავალ კვირას, 13 მარტს, მილანში გაიმართება. ერთმანეთს სერია A-ში მოთამაშე საუკეთესო იტალიელები და ლეგიონერები შეხვდებიან. სანიკიძე ლეგიონერთა გუნდში იქნება.
"ყველა ვარსკვლავთა" მატჩზე სანიკიძე ჩატენვების კონკურსშიც მიიღებს მონაწილეობას.
ლეგიონერთა ნაკრები: ჯეიმს უაითი (სასარი), ტრევის დიენერი (სასარი), ოტელო ჰანტერი (სასარი), ნიკოლა მარაცინო (კანტუ), ჯონს ჯუმეინი (კასერტა), იბრაჰიმ ჯაბერი (მილანი), ედგარ სოსა (ბიელა), რიმანტას კაუკენასი (მონტეპასკი), ერლ როულანდი (კრემონა), ომარ ტომასი (აველინო), ვლადიმირ დაშიჩი (რომა), ვიქტორ სანიკიძე (კანადიან სოლარი), დინერ დრეიკი (ტერამო).
მწვრთნელი: დან პეტერსონი.
იტალიელთა ნაკრები: პიეტრო არადორი, მისელე ანტონუტი, დანიელე კავალიერო, ანდრეა ჩინჩარინი, ანდრეა კროსარიოლი, მარკო კუსინი, ლორენცო დერკოლე, ლუიჯი დატომე, ალესანდრო ჯენტილე, დანიელ ჰაკეტი, სტეფანო მანჩინელი, ნიკოლო მელი, რიკარდო მორასკინი, მარკო მორდენტე, ანდრეა რენცი, ჯეფრი ვიჯიანო
მწვრთნელი: სიმონე პიანიჯანი.
ჩატენვების კონკურსი: ვიქტორ სანიკიძე (კანადიან სოლარი), ჯეფ ვიჯიანო (ბიელა), ერლ როულანდი (კრემონა), ჯეიმს უაითი (სისარი).