საპროტესტო აქციებია თურქეთშიც. ხალხი იზმირის ქუჩებში საკუთარი უფლებების დასაცავად გამოდის. რელიგიური უმცირესობის ალევის წარმომადგენლებმა ხელისუფლებისგან რელიგიური თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერა მოითხოვეს.
მშვიდობიან აქციაში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, ერთ-ერთი პოპულარული თურქი მომღერალიც იყო, რომელმაც თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში იმპერიული შიშის დათესვაში დაადანაშულა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.