საცურაო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" "ნოდარ გვახარიას თასზე" ჭაბუკ წყალბურთელთა პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში საქართველოს I და II, უკრაინისა და ბელორუსის ნაკრებები ასპარეზობდნენ.
ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს პირველმა ნაკრებმა მე-2 ნაკრებს იოლად - 22:4 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. უკრაინამ 12:6 მოუგო ბელორუს თანატოლებს, რის შედეგადაც ვერცხლი უკრაინელ, ხოლო ბრინჯაო ბელორუს წყალბურთელებს ერგოთ. I-III ადგილებზე გასულ ნაკრებებს შესაბამისი ხარისხის მედლები და თასები გადაეცათ.
საუკეთესო მოთამაშედ დავით კაკულია (საქართველო I), საუკეთესო ბომბარდირად სანდრო ყაზაშვილი (საქართველო I), საუკეთესო მეკარედ ცოტნე ინწკირველი (საქართველო I), საუკეთესო მცველად ზუკა ჩიკვილაძე (საქართველო I), საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელად ანდრია ბითაძე (საქართველო I) დასახელდნენ.
სატურნირო მდგომარეობა
1 საქართველო I 3 3 0 0 6
2 უკრაინა 3 2 0 1 5
3 ბელარუსი 3 1 0 2 4
4 საქართველო II 3 0 0 3 3