ავტომობილების მოყვარულებს "თიბისი ბანკი" ექსკლუზიურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ბანკი საგაზაფხულო აქციას "ჰიუნდაისთან" ერთად განახორციელებს და ავტომობილების მოყვარულებს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებს.
აქციის დეტალების შესახებ ცნობილი, დღეს, 7 მარტს, 13:00 საათზე, "ჰიუნდაის ცენტრში" (მის: აღმაშენებლი ხეივანის მე-12 კილომეტრი) გამართულ ბრიფინგზე გახდება, სადაც ბანკის მენეჯმენტი, ავტო განვადების ახალი პირობების დეტალებს გააჟღერებს.
ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" მომხმარებელს ქართულ ბაზარზე ყველაზე დაბალ 0%-დან - 12.18%-მდე საპროცენტო განაკვეთს და ექსკლუზიურ პირობებს შესთავაზებს.