6 მარტი ქუთაისში დასუფთავების დღეს გამოცხადდა
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ქუთაისში ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც 200-მდე მეეზოვე მონაწილეობდა. წარმატებულ მეეზოვეებს იმერეთის მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს.
დღესვე ქალაქში 500 ახალი კონტეინერი დადგა და 300 ურნა დამონტაჟდა, ასევე დასუფთავების სამსახურს 8 ერთეული სპეცტექნიკა გადაეცა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 მილიონ 200 ათასი ლარით შეიძინეს.
ამასთან, მეეზოვეებს ახალი უნიფორმები შეუკერეს და ხელფასიც გაუორმაგეს.
იმერეთის მხარის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას თქმით, მალე ქუთაისი საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქად იქცევა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ნაგავსაყრელების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უკვე დაიწყო.