უკრაინელმა მესაზღვრეებმა თურქული ხომალდი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" სიმფეროპლის საზღვრის საპატრულოს პრეს-მდივან კონსტანტინ იასეცკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ხომალდზე 13 ეკიპაჟის წევრი იმყოფება, რომლებიც უკრაინელმა მესაზღვრეებმა კრიმის სანაპიროსთან ბრაკონიერობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულ გემზე მესაზღვრეებმა ბრაკონიერული წესით დაჭერილი თევზი აღმოაჩინეს.