ვაშინგტონმა არ იცის სხვა რა შეიძლება უწოდოს რუსეთის ქმედებას საქართველოსთან მიმართებაში გარდა ოკუპაციისა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა ბრატისლავში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს და ეს რეალობაა.
"ტერმინი ოკუპაცია კი მხოლოდ არსებული ვითარების შეფასება", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი კვლავ უთანხმოების თემად რჩება.
გორდონის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არასდროს მოხდება და აღნიშნულ საკითხს აშშ რუსეთის ხელისუფლების მაღალ წრეებთან შეხვედრებზე ყოველთვის აყენებს.