"აზერბაჯინის ავიახაზებმა"- (AZAL) 1-ელი მარტიდან, ბიზნეს-კლასის ყველა მგზავრს, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენის წინ გასავლელი ფორმალობების (Fast Track) უფასოდ მოგვარების სერვისი შესთავაზა.
უკვე ცნობილია, რომ ცოტა ხნის უკან "აზერბაიჯანის ავიახაზებმა" ბიზნესკლასის მგზავრებისათვის ახალი მომსახურება დანერგა. იმ მგზავრებს, რომელთაც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უწევთ ფრენა, შესაძლებლობა ექნებათ გასართობად პორტატული მოწყობილობები გამოიყენონ.
ფრენისას მგზავრებს 17,8 სმ. დიაგონალის ეკრანზე, რომელიც სენსორულად იმართება, საშუალება ექნებათ უყურონ პოპულარულ ფილმებს, ვიდეო რგოლებს და ა.შ. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ასევე, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ თამაშებში.
AZAL -ში განმარტავენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს მომსახურების ხარისხი გააუმჯობესოს და მგზავრებს დამატებითი კომფორტი შეუქმნას.