ბოდგან ხმელინცკის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაიჭრა.
ინციდენტი "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს დაჭრილი 38 წლის ნუგზარ ხუციშვილი მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელსაც ცივი იარაღით მუცლის არეშია ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო ლევან კრავეიშვილი, რომელსაც წელის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობები აღენიშნებოდა პირველ რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ექიმების ინფორმაციით, ხუციშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.