ყაბარდ-ბალყარეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყაბარდო-ბალყარეთის მაისკოვის რაიონის სოფელ ლკოტლიარევსკში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის დროს ავტომობილი "ჟიგულის" ბლოკირება მოახდინეს.
ავტომობილის მძღოლმა მილიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ორმხრივის სროლის დროს იგი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილიდან სამართადაცველებმა ტრავმატული იარაღი "ბაიკალი", ყუმბართმტყორცნი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.