ლიბიაში კადაფის კონტროლქვეშ მყოფი საჯარისი ნაწილები ქვეყანაში სიდიდით მერე ქალაქის, ბენგაზისკენ მიემართებიან. ბენგაზი ოპოზიციური მოძრაობის ცენტრად ითვლება. შესაბამის ინფორმაციას ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
გუშინ სამთავრობო ჯარებმა ქალაქები ელ-ზავია და მისრატა დაიბრუნეს. ამბოხებულებმა უკან დაიხიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ელ-ზავიასთვის გამართულ ბრძოლაში 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო საპორტო ქალაქ მისრატში დაღუპულია 10 ადამიანი.
ამბოხებულებმა ელ-ზავია თებერვლის ბოლო რიცხვებში აიღეს და მას დედაქალაქ ტროპოლიზე შეტევის პლაცდარმად განიხილავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში საპროტესტო აქციები 15 თებერვალს დაიწყო. ოპოზიცია მუამერ კადაფის 40 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვს.